შპს “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
(სავაჭრო პოლიტიკა)
პრეამბულა
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს შპს “ონლაინ თრეიდ გრუპისა” (შემდგომში – “ონლაინ თრეიდ გრუპი”) და მომხმარებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლები, ხელი შეუწყოს “ონლაინ თრეიდ გრუპის” და მომხმარებელებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარებას, ასევე, პატივი სცეს მომხმარებლების ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ “ონლაინ თრეიდ გრუპისთან” ურთიერთობაში ისინი დაცული იქნებიან არაკანონიერი და უსამართლო მოპყრობისაგან.
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა მოიცავს მომხმარებლებთან სარეწში გაფორმების ზოგად და დისტანციური საშუალებების გამოყენებითა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებების გაფორმების წესებს, რომლის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკაში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
“ვებ-გვერდი” – ნიშნავს www.nextec.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;
“საქონელი” − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე;
“კომპანია“ ან “მოვაჭრე” – შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი” (იურიდიული მისამართი: ატენის 6/8; ელ. ფოსტა: info@nextec.ge; ტელ: +995 557 11 44 22), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი www.nextec.ge;
“მომხმარებელი” – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად როგორც სარეწში ან სარეწის გარეთ, ასევე “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდზე www.nextec.ge რეგისტრაციის მეშვეობით;
“მხარეები” – ნიშნავს “ონლაინ თრეიდ გრუპის” და მომხმარებელს;
“ანგარიში” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
“რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;
“ავტორიზაცია” – მომხმარებლის მიერ “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ქმედება;
“დისტანციური ხელშეკრულება” − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია “ონლაინ თრეიდ გრუპის” და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და “ონლაინ თრეიდ გრუპი” ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო;
“სარეწი” − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც “ონლაინ თრეიდ გრუპი”, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
“საგარანტიო მომსახურება“ – ნიშნავს “ონლაინ თრეიდ გრუპის” ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დაზიანებული საქონლის უფასო და აუცილებელ შეკეთებას საგარანტიო ტალონში მითითებული წესების მიხედვით;
“პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
- თავი
ხელშეკრულების გაფორმების ზოგადი წესები
“ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ მომხმარებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია იმ საქონლის შესახებ, რომელზეც იგი გამოხატავს ინტერესს. ამისათვის, კომპანიის ტექნიკურ პერსონალს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მწარმოებლის, არსებითი მახასიათებლებისა და პარამეტრების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების გარდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოხატავს სურვილს საქონლის შეძენის შესახებ, შესყიდული ნივთი ტექნიკური პერსონალის მიერ მომხმარებელთან ერთად დათვალიერდება და იგი თავდაპირველად შემოწმდება ვიზუალურ ხარვეზზე. მხოლოდ ამის შემდეგ, ხდება მომხმარებლის თანდასწრებით ნივთის ტესტირება, მისი შემოწმება ტექნიკურ გამართულობაზე.
- საქონლისმიწოდების ვადა
- “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებულია და თანახმაა.
- იმ შემთხვევაში, თუ “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” ვალდებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია განუსაზღვროს “ონლაინ თრეიდ გრუპის” გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა. 4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
- საქონლისმიწოდების ვალდებულება
- “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა:
ა) თუ იგი შეესაბამება “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა;
ბ) “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა “ონლაინ თრეიდ გრუპის” ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც “ონლაინ თრეიდ გრუპი” დაეთანხმა.
გ) თუ მომხმარებელი “ონლაინ თრეიდ გრუპის” არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, მაშინ საქონელი ხელშეკრულებით გათვალსიწნებული პირობების შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც იგი ჩვეულებრივ გამოიყენება.
- თუ საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის საქონლის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის საქონელი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა “ონლაინ თრეიდ გრუპიმ”, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით.
- “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ ან მისი პასუხისმგებლობით საქონლის არასწორად დამონტაჟების შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას (ნაკლს), თუ საქონლის მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ საქონელზე, რომელიც მომხმარებელმა უნდა ააწყოს ან დაამონტაჟოს და რომელიც საქონლისთვის დართული ინსტრუქციის ნაკლოვანების გამო არასწორად აიწყო ან დამონტაჟდა.
- ამ მუხლის მიზნებისთვის საქონელი ნაკლის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ნაკლი ჰქონდა.
- “ონლაინ თრეიდ გრუპის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქონლის ან მომსახურების შესახებ საჯარო განცხადებისთვის, თუ:
ა) მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ;
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა;
გ) ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენაზე.
- მომხმარებლისუფლებები ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების შემთხვევაში
- იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, “ონლაინ თრეიდ გრუპის” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, “ონლაინ თრეიდ გრუპის” მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) თუ გონივრულ ვადაში საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- კომერციული გარანტიის პირობები
კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.
კომერციული გარანტიის ფარგლებში, ნივთი შეიცვლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ნივთს გახსნისთანავე, ყიდვის მომენტში, “ონლაინ თრეიდ გრუპის” წარმომადგენლის თანდასწრებით დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;*
- თუ შეძენილ ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), და მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთი წარდგენილ იქნა შპს “ონლაინ თრეიდ გრუპში”, “ონლაინ თრეიდ გრუპი” კი შეცვლის აქტით ადასტურებს ნივთის ქარხნულ დეფექტს;
- ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ განსხვავების დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთის გადაცვლით, რომელიც შეცვლის მომენტში “ონლაინ თრეიდ გრუპის” გაყიდვაშია. ნივთის ღირებულება განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან.
- მტკიცებისტვირთი და ვადები ხელშეკრულებასთან შეუსაბამობისას
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ნივთის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს “მომხმარბლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთი საქონლის ნასყიდობისას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში “ზემერის” პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
- თავიდისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება
მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად კომპანიის ვებ-გვერდის www.nextec.ge მეშვეობით ან სარეწის გარეთ.
პროცესის განხორციელებისათვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებლის რეგისტრაცია ელ. ფოსტის საშუალებით, სადაც იგი გაეცნობა კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და არსებით პირობებს, აგრეთვე წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოხატავს ნებას, რომ იგი გაეცნო და თანახმაა, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.
- დისტანციურხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
- საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” მას კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
- მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- მომხმარებელი ვალდებულია “ონლაინ თრეიდ გრუპის” ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (დანართი 1) ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
- მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება “ონლაინ თრეიდ გრუპის” აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.
- თუ “ონლაინ თრეიდ გრუპი” მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.
- თუ “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.
- ყოველგვარისაფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
თ) მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებაზეუარის თქმის შედეგები
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან “ონლაინ თრეიდ გრუპი” მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში “ონლაინ თრეიდ გრუპის” უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) “ონლაინ თრეიდ გრუპის” ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “ონლაინ თრეიდ გრუპიმ” თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, “ონლაინ თრეიდ გრუპი” ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
დანართი 1
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ონლაინ თრეიდ გრუპისათვის
გასაგზავნი ფორმა
შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი” მის: თბილისი, ატენის 6/8 ელ. ფოსტა: info@nextec.ge ტელ./ფაქსი: +995 557 11 44 22 |
შეკვეთის თარიღი: |
შეკვეთის მიღების თარიღი: |
მომხმარებლის სახელი: |
მომხმარებლის მისამართი: |
მომხმარებლის ხელმოწერა: |
ფორმის შევსების თარიღი: |
შენიშვნა:
შპს “ონლაინ თრეიდ გრუპის” კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პრეამბულა
წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე, შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი” არეგულირებს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი” გპირდებათ, რომ იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს მათ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვას.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები
1.1 წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება შპს “ონლაინ თრეიდ გრუპის” ვებ-გვერდის მეშვეობით განახორციელოთ კომპანიის ვებ-გვერდზე www.nextec.ge განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა ან/და მოითხოვოთ სხვა მომსახურების გაწევა.
1.2 თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:
შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი”
იურიდიული მისამართი: ატენის 6/8
ვებგვერდი: www.nextec.ge
ელ. ფოსტა: info@nextec.ge
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
2.1 ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე www.nextec.ge პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში. თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლების დათვალიერების შემთხვევებში, კომპანია “ონლაინ თრეიდ გრუპი“ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
2.2 თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის პროდუქტის მიწოდების და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის საგარანტიო პრეტენზიების დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.
- პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება
3.1 თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიზნით, შპს “ონლაინ თრეიდ გრუპი” ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
3.2 “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
- პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა
4.1 ონლაინ თრეიდ გრუპის ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს “ონლაინ თრეიდ გრუპის” ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL, TNT და სხვა) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
- პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა
5.1 თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით, რამდენადაც არსებობს რეგისტრირებული ანგარიში. თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, როგორც კი გაუქმდება თქვენი ანგარიში. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას პერსონალურ მონაცმეთა დამუშავებაზე ან თქვენ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას და მონაცემთა “ონლაინ თრეიდ გრუპი” კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით არ საჭიროებს მონაცემთა შენახვას.
- პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები
6.1 თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე “ონლაინ თრეიდ გრუპის” უფლებამოსილი პირების შესახებ;
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ;
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება;
არასწორი ან არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების განახლება და შესწორება;
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და განადგურება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში;
გასაჩივრების უფლება. “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (მის: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. #7, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, ელ. ფოსტა: tccinfo@court.ge) და გაასაჩივროთ “ონლაინ თრეიდ გრუპის” მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თქვენ უფლება გაქვთ, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;
- პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
7.1 “ონლაინ თრეიდ გრუპი” პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
- პერსონალურმონაცემთადამუშავებისსაფუძველი
8.1 ონლაინ თრეიდ გრუპის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.
8.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ ონლაინ თრეიდ გრუპის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა |
გავეცანი “შპს “ონლაინ თრეიდ გრუპის” კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს ”ონლაინ თრეიდ გრუპიმ” ვებ-გვერდის www.nextec.ge მეშვეობით დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები აღნიშნული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. |